“5 დღე პატიმრობა ხატის შეურაცხყოფაზე და დროშის დაწვაზე – 6 წელი – ეგ არის “ოცნების” სტანდარტი” – მახარაძე

ხატის შეურაცხყოფაზე 5 დღეა პატიმრობა და EU-ს დროშის დაწვაზე 6 წელი, ეგ არის “ოცნების” სტანდარტი – ასე ეხმაურება ნატა ფერაძის დაკავებას ალტ–ინფოს ერთ-ერთი ლიდერი ზურა მახარაძე.
მახარაძის თქმით, მსგავსი ფაქტები სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლით უნდა ისჯებოდეს.
ნატა ფერაძის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს ზუსტადაც რომ სისხლის სამართლის 155-ე მუხლი და აქედან გამ,ომდინარე, ჩვენ ვთვლით რომ განსაკუთრებული მიდგომა არის ნატა ფერაძის მიმართ. 5 დღე პატიმრობა არის ხატის შეურაცხყოფაზე და ევროკავშირის დროში დაწვაზე 6 წლიანი პატიმრობა. ეგ არის “ქართული ოცნების” სტანდარტი და გასაგებია, რომ თქვენი ფლანგისთის საერთოდ ხელშეუხებელი უნდა იყოს ნატა ფერაძე და ჩვენ უნდა დაგვხვრიტონ, მაგრამ ობიექტურად, სისხლის სამართლის 155-ე მუხლი არის რაც გააკეთა ფერაძემ, – ამბობს მახარაძე.