5 დეკემბერს თურქული ყავის მსოფლიო დღე აღინიშნება

2013 წლის 5 დეკემბერს თურქული ყავა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა. მას შემდეგ ეს დღე თურქული ყავის მსოფლიო დღედაა მიჩნეული.
თურქულმა ყავამ განსაკუთრებული ადგილი დაიკავა სოციალურ ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც ის პირველად მომზადდა ამ მხარეებში მე-16 საუკუნეში. იგი გავრცელდა ოსმალეთის საზღვრებში და მის გარეთ. ყავა მნიშვნელოვან როლს ასრულებს თურქულ კულტურაში და საუზმეს თურქულად „კაჰვალთი“ (kahvaltı) ჰქვია, რაც სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც „ყავის წინ“.
თურქული ყავის მომზადების მეთოდი საუკუნეების მანძილზე უცვლელი დარჩა და ეს მისი უნიკალურობის ერთ-ერთი მიზეზია. ცივ წყალში იყრება მოხალული და წვრილად დაფქული ყავა, ნარევი დუღდება უნიკალურ ჭურჭელში, რომელსაც ჯეზვე ეწოდება.
თურქეთში ყავის ფინჯანს ყოველთვის თან ახლავს ჭიქა წყალი და თურქული ნუგბარი.