ახალი წლის დადგომასთან ერთად რუსეთი უკრაინაზე იერიშებს აძლიერებს. დღეს დილიდან იბომბებოდა კიევი და ხარკოვი. რუსეთმა უკრაინის დედაქალაქისკენ გაუშვა 35 კამიკაძე დრონი, ფრთოსანი და ჰიპერ-ბგერითი რაკეტები. უკრაინის თავდაცვის სისტემამ 35-ვე დრონის და 70 რაკეტის ჩამოგდება შეძლო. რუსეთის მთავარი სამიზნე ამჯერადაც სამოქალაქო ობიექტები იყო, არის მსხვერპლიც, ამ დროის მონაცემებით დაღუპულია 5 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი, დაშავებულია 127 პირი.
