5 გოლი ბოლო 4 მატჩში – კვარაცხელია ბომბარდირებში წინ მიიწევს

ხვიჩა კვარაცხელიამ გუშინ ესპანეთთან წაგებულ მატჩში (1:3) უნაი სიმონის კარი დალაშქრა. კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებში ბოლო 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გაადაცემა გააკეთა.
ხვიჩას ანგარიშზე ეროვნულ გუნდში 28 შეხვედრაში 15 გოლია, ამ მაჩვენებლით ალექსანდრე იაშვილს დაეწია და მხოლოდ ს (26) და თემურ ქეცბიას (17) ჩამორჩება.
კვარაცხელიას ასაკისა და რაც მთავარია ოსტატობის გათვალისწინებით, ის მალე, ალბათ, რეკორდსმენი გახდება.