ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა სოციალურ პლატფორმა X-ზე იმ ადამიანების სია გამოაქვეყნა, ვინც მისი აზრით, “MEGOBARI აქტით” უნდა დასანქცირდეს.
დასასანქცირებელთა სიაში მოხვდა:
- უჩა მამაცაშვილი;
- ივანე ჩხარტიშვილი;
- ალექსანდრე ივანიშვილი;
- ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე;
- ნოშრევან ნამორაძე;
“MEGOBARI აქტი წარმომადგენელთა პალატამ მიიღო და ამერიკის მოძულე ივანიშვილის მაფიის ყველა ხელშემწყობი პირი ამის შესახებ უნდა იყოს გაფრთხილებული! მხარი დაუჭირეთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგების წინაშე დადგებით”,- წერს უილსონი.