5 ამბავი – 20 ივნისს დაშავებულები

2019 წლის 20 ივნისს რუსთაველის მოედანზე დაშავებულ ყველა დემონსტრანტს მნიშვნელოვანი ისტორია აქვს, სადაც ჩანს დამიზნებით ნასროლი რეზინის ტყვიები, სახელმწიფოს გულგრილობა და არაეფექტური გამოძიება. ისინი, ვისაც რადიო თავისუფლება აქციიდან ერთი წლის შემდეგ შეხვდა, ჰყვებიან ამბებს ხანგრძლივი მკურნალობის, სამართლებრივი აბსურდების, შიშების, იმედგაცრუებისა და იმედის შესახებ, რომ მათ შემდეგ სხვებზე ასე აღარ იძალადებენ.
2019 წლის 20 ივნისს სპონტანურად გამართულ აქციას, რომელიც სპეციალური დანიშნულების რაზმებმა და პოლიციამ ღამით ძალის გამოყენებით დაშალა, რამდენიმეთვიანი უწყვეტი საპროტესტო ტალღა მოჰყვა.
20-21 ივნისს აქციაზე 275 ადამიანი დაშავდა – აქციის მონაწილეები, ჟურნალისტები, პოლიციელები, პოლიტიკოსები. მათგან 28-ს ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. აქციაზე მიღებული ტრავმის შედეგად ორმა მონაწილემ დაკარგა თვალი, სხვა ორმა თვალი შეინარჩუნა, მაგრამ მხედველობა – ვერა. იყვნენ ისეთები, ვინც აქციიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მძიმე ტრავმების გამო მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. დაშავებულთა უმეტესობას დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს – პროკურატურამ დაზარალებულად ცნო -ს 78 თანამშრომელი და მხოლოდ 7 სამოქალაქო პირი. აქციის ღამეს დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფოს ნაცვლად ფონდი “ქართუ“ ფარავს.
20 ივნისის აქციის დაშლისას სამართალდამცველებმა 3 სახეობის იარაღი გამოიყენეს – 12, 38 და 40 მმ კალიბრიანი თოფები, საიდანაც რეზინის ტყვიებსა და გაზის ჭურვებს ისროდნენ. დემონსტრანტებს ესროდნენ 5 სახეობის ტყვიას და ცრემლსადენი აირის ჭურვებს. საბოლოოდ, გამთენიისას, დემონსტრანტები წყლის ჭავლით დაშალეს.
20 ივნისის მოვლენებიდან 1 წლის შემდეგ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ქვეყნის პრემიერია. კვლავ მიმდინარეობს გამოძიება, როგორც დაშავებულები ამბობენ, დუნედ.

ასევე დაგაინტერესებთ

რიკარდ იოზვიაკი – ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია – იტალიის ხელმძღვანელობით, დაახლოებით 8 წევრი წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას მიაყენებს ზიანს

გია ხუხაშვილი – 4 ოქტომბერი ვაქციოთ ხელისუფლების იძულების დღედ, ცხელ კვალზე უნდა დავიჭიროთ – არ მივცეთ უფლება, გამოიტანოს დახატული ოქმები, უბნებზე 100 000 კაცი რომ გადანაწილდება, ვნახავთ, რამდენი პოლიციელი ჰყავთ ჩვენს საცემად