5 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო 5 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, ფარნავაზ მეფის გამზირის, პეტრიწის, სვანიშვილის, ქარსელაძის, მეფე არჩილის, დემეტრე თავდადებულის და მირიანაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ტირიფები, მუხის, ლისის, თუთის და ავთო ვარაზის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აწყურის, კაჩინსკის და შორაპნის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოესის, ცუცხვათის, ზურაბიშვილის და გარეკახეთის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თელეთის, შავნაბადას, ცურტაველის, მერჩულეს და სოღანლუღის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხაძის და ფრისის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, ცოტნე დადიანის, ხუდადოვის, მანჯგალაძის, მახალდიანის, ჩოხატაურის, ზაქარაიას, ტყეკულტურის, სოლომონ ქურდიანის, ლალიონის, მიხეილ მესხის, ღუდუშაურის, ჩხიკვაძის, ხიმშიაშვილების, არგვეთის, მანგლისის, ტყეშელაშვილის, სელიმ ხიმშიაშვილის, სტურუას, ციხისძირის და ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ხუდადოვის, მანჯგალაძის და მახალდიანის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, ზაარბრიუკენის მოედნის, ხეთაგუროვის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ტოლსტოის, მოსე თოიძის, ბუხაიძის, გედევანიშვილის, გამცემლიძის, ბურების, ახვლედიანის, ნეკრასოვის, ურიცკის, ტირიფონის, ანთელავას, შურდულის, ჯავახიშვილის, დოქის, ჩაისუბნის, ფშავის, გოგიბერიძის, სულიაშვილის, ნინო ჩხეიძის, ჟორს, კუმისის, მჭედლიშვილის, გუმბრის და სამრეკლოს ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.