5 ქვეყანა, სადაც ბენზინი ყველაზე ძვირი/იაფია – როგორია საქართველოს მონაცემები

საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი ყველაზე მაღალი სომხეთში, ყველაზე დაბალი კი აზერბაიჯანშია. Numbeo-ს მონაცემებით, საქართველო რეიტინგში 124 ქვეყანას შორის 81-ე ადგილზეა.
უფრო კონკრეტულად, საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში ბენზინის საშუალო ფასები ასე გამოყურება:
· აზერბაიჯანი – 67 ცენტი (110-ე ადგილი);
· – 75 ცენტი (107-ე ადგილი);
· საქართველო – 1.13 დოლარი (81-ე ადგილი);
· თურქეთი – 1.21 დოლარი (76-ე ადგილი);
· სომხეთი – 1.37 დოლარი (57-ე ადგილი).
ამავე მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ბენზინის ფასები ყველაზე მაღალია ჰონგ-კონგში, ხოლო ყველაზე დაბალი ლიბიაში. კერძოდ 5 ქვეყანა, სადაც 1 ლიტრი ბენზინის ფასი ყველაზე მაღალია, ასე გამოყურება:
· ჰონგ-კონგი 3.08 დოლარი;
· ისლანდია – 2.44 დოლარი;
· სინგაპური – 2.22 დოლარი;
· ნიდერლანდები – 2.21 დოლარი;
· შვეიცარია – 2.20 დოლარი.
იმ ქვეყნების ხუთეული კი, სადაც ბენზინის ფასი ყველაზე დაბალია, ასეთია:
· ლიბია – 3 ცენტი;
· ეგვიპტე – 32 ცენტი;
· ქუვეითი – 35 ცენტი;
· ალჟირი – 35 ცენტი;
· ყაზახეთი – 48 ცენტი.
bpn.ge