5 საუკეთესო საჩუქარი ხელოვნების მოყვარულებისთვის

ახალი გეგმები, ახალი მიზნები და სადღესასწაულო განწყობა – ეს ახალი წელია, რომელსაც განსაკუთრებულ ელფერს საჩუქრები სძენს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საჩუქარიც გულით შერჩეული იყოს. ჩვენ შემოგთავაზებთ 5 საუკეთესო საჩუქარს ხელოვნების მოყვარულებისთვის, რომლებითაც ადრესატს ნამდვილად გაახარებთ.
ინტერიერები
ეს უნიკალური წიგნი საქართველოსთვის დამახასიათებელ განსაკუთრებულ ყოფით ესთეტიკასა და სტილს ასახავს. სხვადასხვა ინდივიდუალური საცხოვრებელი სივრცის ფოტოებთან ერთად, ის ამ სივრცეების ბინადართა პერსონალურ ტექსტებსაც გვთავაზობს. ფოტოალბომი წარმოაჩენს ქართულ სინამდვილეში აღმოსავლური და დასავლური კულტურების სინთეზს და შთაგონების შესანიშნავი წყაროა როგორც ინტერიერის დიზაინის, ისე ხელოვნების მოყვარულთათვის.
თანამედროვე მოდა
თანამედროვე მოდის სამყარო დიზაინერები და ბენდები, რომლებმაც შექმნეს თანამედროვე სტილი და განსაზღვრეს მოდის ტენდენციები. მოკლე, მაგრამ ინფორმაციული ტექსტები სრულ წარმოდგენას შეგიქმნით დიზაინერთა როგორც ბიოგრაფიაზე, ისე მათ მიერ განვლილ გზასა და მოდის სამყაროში დატოვებულ შემოქმედებით ანაბეჭდებზე. 125 ბრენდის ევოლუციასა და მათ მიერ უმნიშვნელოვანეს მოდელებს შთამბეჭდავი ფოტოებიც გაგაცნობთ. ეს ყოველივე კი ერთგვარი ქრონოლოგიით ანბანური თანმიმდევრობითაა წარმოდგენილი. ქსოვილების კატალოგით გაეცნობით 40 დიზაინერის მიერ შექმნილ მნიშვნელოვან და დასამახსოვრებელ ქსოვილებს გამორჩეული ორნამენტებით. წიგნში 800-ზე მეტი ილუსტრაციაა.
33 ემოცია
ქართული ანბანი – 33 ემოცია მწერალ ეკატერინე ტოგონიძესთან და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მომზადდა. ეს არის ქართული ანბანისადმი მიძღვნილი ანთოლოგია, 33 ავტორის დამოკიდებულება. გამოცემისთვის საზედაო ასოები რუსუდან ფეტვიაშვილის მიერ შეიქმნა. ამ ასონიშნების მეშვეობით თავიდან დაინახავთ ქართული დამწერლობის მაგიას, თავიდან შეიყვარებთ ჩვენს უნიკალურ ანბანს.
მუზეუმები
“მსოფლიო საუკეთესო მუზეუმები“ მეგზურობას გაგიწევთ იმ სახელგანთქმულ მუზეუმებსა და გალერეებში, სადაც სხვადასხვა კულტურის ფასდაუდებელი მემკვიდრეობაა თავმოყრილი. ხელოვნების სამყაროში ეს დაუვიწყარი წარმოსახვითი მოგზაურობა, ჩვეულებრივ, ქვეყნის ისტორიასთან მჭიდროდ დაკავშირებული, თითოეული მუზეუმის შექმნისა და განვითარების ამბით, მასში შემავალი კოლექციების მიმოხილვით იწყება.
მკითხველისთვის ადვილად აღსაქმელი, ენით გამართული, ღირებული ინფორმაციით დატვირთული და ჩინებული ილუსტრაციებით უხვად შემკული გამოცემა სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის გამორჩეული ნიმუშია და ხელოვნების მოყვარულ ყველა ასაკის მკითხველს უდავოდ დააინტერესებს.
წიგნები სერიიდან „გადაიკითხე“
#გადავიკითხოთ ეს არის ქართული კლასიკური ლიტერატურის იმ რჩეული ტექსტების კრებული, რომელთა გადაკითხვა და, შესაბამისად, ხელახალი გააზრება ყოველთვის საინტერესოა. ეს ნაწარმოებები მუდამ თანამედროვე და აქტუალურია და სულ უფრო მეტ საფიქრალს აღძრავს. ამ სერიის იდეაც ეს არის – შევხედოთ, როგორც ახალს, და თავიდან წავიკითხოთ, გადავიკითხოთ კარგად ნაცნობი კლასიკური ქართული ლიტერატურის შედევრები. თითოეული წიგნს ერთვის ამა თუ იმ ცნობილი და ავტორიტეტული ლიტერატორის ან მკვლევრის მიერ სპეციალურად ამ სერიისთვის დაწერილი წინათქმა, რომლის მიზანიც არის, მიგვანიშნოს ხელახლა წაკითხვისას აღმოსაჩენ აქცენტებზე. სერიის წიგნებია: „კაცია ადამიანი“ (ლევან ბერძენიშვილის წინასიტყვაობით); „სურამის ციხე“ (გიგა ზეს წინასიტყვაობით); „ლამბალო და ყაშა“ (გიორგი ლობჟანიძის წინასიტყვაობით); „ქრისტინე“ (თეონა ბექიშვილის წინასიტყვაობით); „ხევისბერი გოჩა“ (დიანა ანფიმიადის წინასიტყვაობით); „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ (მალხაზ ხარბედიას წინასიტყვაობით)… წიგნებს განსაკუთრებით საინტერესოსა და გამორჩეულს ხდის მხატვარ ხატია ჩიტორელიძის ილუსტრაციები.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ