4GB-ს მუსიკალურ ფესტივალზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო – ღონისძიების მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

23-25 მაისს, საგურამოში, კოსმოსურ ნაგებობათა ცენტრში რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი – 4GB გაიმართება. პროექტის მხარდამჭერი ა.

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. მათი შეძენა ონლაინ, ვებგვერდზე არის შესაძლებელი. საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდისას კი ბილეთებზე იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება. Line Up-ის შესახებ ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი და მის ნახვას ვებგვერდზე შეძლებთ.

ფესტივალის შესახებ:

4GB რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური ღონისძიებაა, რომელიც საქართველოში 2011 წლიდან იმართება. სამწლიანი პაუზის შემდეგ, რომელიც კოვიდის პანდემიითა და ში მიმდინარე ომით იყო გამოწვეული, ფესტივალი 2023 წელს დაბრუნდა და კვლავ აგრძელებს მსმენელისთვის დაუვიწყარი ემოციებისა და ღირებულებების გაზიარებას.

ასევე დაგაინტერესებთ

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გამჭვირვალობის კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით – მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი