468 მომხრე – ევროპარლამენტმა EU-ს გაფართოების რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღო

468 მომხრე 99 წინააღმდეგი – ისტორიულ გადაწყვეტილებამდე 48 საათით ადრე ევროპის საკანონმდებლო ორგანომ ევროკავშირის გაფართოების შესახებ რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღო.
“ვგმობთ ორბანის დესტრუქციულ პოლიტიკას – , მოლდოვა და საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე პოზიტიურ გზავნილს იმსახურებენ” – ასეთია ჩანაწერები დოკუმენტის პროექტში, რომელსაც ევროპარლამენტმა კენჭი დღეს უყარა.
რეზოლუციის მიღებამდე კი სტრასბურგში დებატები გაიმართა, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტიც ესწრებოდა.
შეგახსენებთ, ბრიუსელში სამიტი, რომელზეც უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის საკითხზე გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, 14-15 დეკემბერს გაიმართება და გადაწყდება, გაითვალისწინებს თუ არა ევროპული საბჭო ევროკომისიის რეკომენდაციას, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ხოლო უკრაინა და მოლდოვა გადავიდნენ მოლაპარაკებებს ეტაპზე. ამ დროისათვის გაფართოების პაკეტს უნგრეთის პრემიერი ბლოკავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – ჩემი ინიციატივით შევხვდი ლევან ხაბეიშვილს, მქონდა კომუნიკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან – სრულიად ვიაზრებ, რომ საზოგადოებას კამათი თავს არ უნდა მოვახვიოთ, მითუმეტეს ხისტი ფორმებით

მაია მწარიაშვილი – დაკითხვისას დგებუაძემ არაერთხელ მიუთითა, რომ იყო შეურაცხყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გადმოცემით მას შეელახა ღირსება, რაც არ არის 353-ე (პრიმა) მუხლის დაცვის ობიექტი