46-მდე გაიზარდა ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რიცხვი

46-მდე გაიზარდა პირველ ნოემბერს, ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა. გარდაცვლილია ერთი პოლიციელი.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დარტყმის სამიზნე იყო შენობა, სადაც პოლიცია იყო დისლოცირებული.
რუსი სამხედრო ბლოგერები ამტკიცებენ, რომ შენობა, სადაც პოლიცია იყო განთავსებული, უკრაინის ეროვნული გვარდიის აკადემია იყო. ამის ოფიციალური დადასტურება არ მოიპოვება.
2 ნოემბრის დილას ხარკოვის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები დასრულებულია.
ყოველდღე ბომბავს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ის მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ესხმის თავს. მოსკოვი მშვიდობიან მოქალაქეთა შორის მსხვერპლსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე კომენტარს არ აკეთებს.
2 ნოემბრის ღამეს დაიბომბა ქალაქი , რის შედეგადაც ქალაქის რამდენიმე რაიონში გაჩნდა ხანძარი, მათ შორის 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?