450 ათასი ლარის ავტომობილები სპორტის სამინისტროსთვის – რაში იხარჯება ხალხის ფული

ახლად შექმნილი სპორტის სამინისტროსთვის “ტოიოტას” და “კიას” მანქანები შეიძინეს. პირველი კლასის მოდელები მინისტრისთვის და მისი მოადგილეებისთვისაა ნაყიდი. ჯამში, ავტომობილებში 440 ათას ლარზე მეტია გადახდილი. ოპოზიცია ამბობს, რომ “ოცნება” ხალხის ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავს. კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი ბესიკ დონაძე პირდაპირ ამბობს, რომ ქართველ ხალხს რეჟიმის ახირებების დაკმაყოფილება უწევს.
“საქართველოს მოსახლეობას სარჩენად დაგვემატა კიდევ ერთი მინისტრი, ახლადშექმნილი სპორტის სამინისტრო, რომელმაც რამდენიმე დღის წინ შეიძინა 4 ავტომობილი, ჯამში, 4450 ათასი ლარის ღირებულების. სამი არის აქედან პირველი კლასის, ეს არის მოდელი KIA A5, რომელიც განკუთვნილია მინისტრისთვის და მისი მოადგილეებისთვის. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს “ქართული ოცნების” ახირებების დაკმაყოფილება გვიწევს ჩვენი ფულით. “ქართული ოცნება” ბიუჯეტის ფულს, რომელიც უნდა მოხმარდეს საქართველოს მოქალაქეებს, იყენებს მისი ჯიბის ფულად, მისი კომფორტისთვის, ავტომობილები, ავეჯი, კაბინეტების რემონტი და ა.შ. 450 ათასი ლარის სარგებელი არ მოუტანია სპორტის მინისტრს,” – ამბობს ბესიკ დონაძე.
შპს “ნიაური და კომპანიას” გენერალური დირექტორი ბადრი ნიაური ამბობს, რომ აღნიშნული ავტომობილების შესყიდვის საჭიროება სამინისტროს არ აქვს, თუმცა “ოცნება” მხოლოდ პრივილეგიებზეა ორინეტირებული.
“საჭიროება ამ შესყიდვის არ არსებობს. ეს არის პრივილეგიისთვის განკუთვნილი შესყიდვა. ეს არის ერთგვარი პოლიტიკური ნება გამოხატული და ფაქტია, რომ არ სრულდება დამოკიდებულება, რომ გავლენა და პრივილეგიები იზომება კვლავ ახალი ავტომობლებით. ეს მიდგომა აქვს ხელისუფლებას ანუ აუცილებლად უნდა ერგოს ჯილდო მინისტრს, მის მოადგილეებს,” – ამბობს დონაძე.
სპორტის სამინისტრო კულტურას იანვარში, კობახიძის გადაწყვეტილებით გამოეყო.
წყარო: tvpirveli.ge

ასევე დაგაინტერესებთ