4,5-4,5 წელი მიუსაჯეს „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით დაკავებულებს

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროევროპულ აქციებზე პოლიციისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით დაკავებული დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი დამნაშავეებად ცნო. მათ პატიმრობაში 4 წლისა და 6 თვის გატარება მოუწევთ.
საქმე აღძრული იყო „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
განაჩენი ნინო გალუსტაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 8 აგვისტოს, გამოაცხადა.
„თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ შეწყალება“, – ამ ფრაზით დაასრულა სხდომა გალუსტაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა – ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში – თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება – ძლიერი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ

გიორგი სიორიძე – მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში – ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“, წაართვას ევროპული მომავალი