ცოტა ხნის წინ ცნობილ გახდა, რომ ამერიკელი მსახიობი მერილ სტრიპი 45-წლიანი ქორწინების შემდეგ ქმარს გაშორდა. მალევე გაჩნდა ჭორები იმის შესახებ, რომ მერილი თავის კოლეგას, მსახიობ მარტინ შორტს ხვდებოდა. სპეკულაციები მას შემდეგ გაიზარდა, რაც ისინი ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე ერთად დააფიქსირეს. შორტის წარმადგენლის განცხადებით, მათ შორის არაფერი ხდება და ისინი უბრალოდ კარგი მეგობრები არიან.
მერილ სტრიპი და დონ გამერი ერთმანეთს 2018 წელს დაშორდნენ, თუმცა მერილმა ეს ამბავი წელს გაასაჯაროვა.
„დონ გამერი და მერილ სტრიპი ექვს წელზე მეტია დაშორებულები არიან. ამის მიუხედავად, წყვილს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს, ყოველთვის ზრუნავენ ერთმანეთზე”- განაცხადა სტრიპის წარმომადგენელმა. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს.
შორტის მეუღლე, ნენსი დოლმანი, 2010 წელს საკვერცხის კიბოთი გარდაიცვალა. ისინი 30 წლის განმავლობაში იყვნენ დაქორწინებულები და სამი შვილი ჰყავთ. 2019 წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში მარტინმა თავის ქორწინებას “ტრიუმფალური“ უწოდა და აღიარა, რომ მეუღლესთან გარდაცვალების შემდეგაც საუბრობდა.
„ეს ძალიან რთულია. ჩემი მეუღლე 2010 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მე მაინც მუდმივად ვურთიერთობ მასთან. ხშირად ვესაუბრები და ჩვენი შვილების შესახებ ვუყვები. არ მჯერა, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობა გარდაცვალების შემდეგ წყდება. ჩემი მეუღლე ყოველთვის ჩემს გვერდით არის“ – განაცხადა მარტინმა.