45-წლიანი არსებობის განმავლობაში, ენგურჰესმა ქვეყნის ენერგომომარაგებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა – დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ენგურჰესის 45 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. სიტყვით გამოსვლისას, სემეკის თავმჯდომარემ საქართველოსთვის ენგურჰესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ენგურჰესის“ 45 წლის იუბილეს ვულოცავ სადგურის ყველა თანამშრომელს, ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის ყველა წარმომადგენელს. „ენგურჰესის“ მნიშვნელობა დიდია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული თუ სხვა მიმართულებების განვითარებაში. „ენგურჰესი“ არის საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გარანტი. 45 წლიანი არსებობის მანძილზე ენგურჰესის საიმედო და გამართულმა ფუნქციონირებამ ქვეყნის ენერგომომარაგებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა. მისი არსებობის განმავლობაში სადგურის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება 120 მილიარდ კვტ.სთ-ს აღემატება. ამასთანავე, რეაბილიტაციის შედეგად კიდევ უფრო გაიზარდა გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა და მუშაობის საიმედოობა. აღსანიშნავია, რომ „ენგურჰესი“ ის ადგილია, სადაც ქართველებსა და აფხაზებს თანამშრომლობა არ შეუწყვეტიათ. 2015 წელს, ქვეყნის უდიდეს ჰიდროელექტროსადგურს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის უნიკალურობასა და მასშტაბურობას“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ღონისძიებაზე „საპატიო ენგურჰესელის“ ჯილდო გადაეცათ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებიც 45 წლის განმავლობაში უზრუნველყოფდნენ ჰესის ფუნქციონირებას. ამასთანავე, გაიმართა ენგურჰესის ისტორიის შესახებ ფილმის ჩვენება.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში