45 ქართველი ბიზნესპერსონა SelectUSA საინვესტიციო სამიტზე ჩავიდა – აშშ-ს საელჩო

ელჩი დანიგანის ხელმძღვანელობით ორმოცდახუთი ბიზნესპერსონა საქართველოდან ჩავიდა SelectUSA უდიდეს საინვესტიციო სამიტზე, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში -ს საელჩო ავრცელებს. მათი თქმით, ეს ხელს უწყობს შეერთებულ შტატებში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს.
აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სრულად გთავაზობთ:
„ხშირად წარმატებისთვის მხოლოდ შესაძლებლობის ფანჯარაა საკმარისი. ჩვენ ასეთ შესაძლებლობას ვქმნით ქართველი ადამიანებისთვის, რომლებსაც უნიკალური იდეები და ბიზნესები აქვთ. მათ ამერიკულ ბაზარზე გასვლაში ვეხმარებით.
ელჩი დანიგანის ხელმძღვანელობით ორმოცდახუთი ბიზნესპერსონა საქართველოდან ჩავიდა SelectUSA უდიდეს საინვესტიციო სამიტზე, რომელიც ხელს უწყობს შეერთებულ შტატებში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. ამ რამდენიმედღიანი ვიზიტის ფარგლებში აშშ-ში ბიზნესის კეთებასთან დაკავშირებით შედგა შეხვედრები ინვესტორებთან და აშშ-ის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. ასევე, მოხდა ბიზნესიდეების წარდგენა.
ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად. შეერთებული შტატები ამ ეკონომიკური პარტნიორობის ერთგული რჩება“, – წერს აშშ-ს საელჩო სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა