45-ს მიაღწია 4 ოქტომბრის აქციის შემდეგ დაკავებულთა რიცხვმა

1987 წელს დაბადებული ა.ს.-ს დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ () დღეს, 10 ოქტომბერს დილით განაცხადა.
9 ოქტომბრის ღამის მდგომარეობით დაკავებული იყო სულ 44 პირი. მათ დიდ ნაწილს სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა უკვე შეუფარდა.
საქართველოში თვითმმართველობის ს დღეს, 4 ოქტომბერს თბილისში გაიმართა აქცია „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“. თავისუფლების მოედანზე შეკრებილთა ნაწილმა მოგვიანებით გადაინაცვლა ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც საორგანიზაციო კომიტეტის წევრ მურთაზ ზოდელავას თანახმად, „ჩაიბარებდნენ” „პრეზიდენტის სასახლის გასაღებს“.
დემონსტრანტების ნაწილმა რკინის ღობე გაარღვია და შევიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოში, საიდანაც საპოლიციო ძალებმა გამოაძევეს. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის იყო დაპირისპირება. აქციის დასაშლელად სამართალდამცავებმა სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.
პოლიციამ იმავე ღამით დააკავა აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები: მოძრაობა „რუსთაველის გამზირის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე, ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების გამო საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით:
· 317-ე: მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ;
· 187-ე: ნივთის დაზიანება ან განადგურება;
· 222-ე: სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება;
· 225-ე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.
ფორუმი