45-მდე გაიზარდა კიევზე სარაკეტო შეტევისას დაშავებულთა რიცხვი

კიევის მერიის მიერ განახლებული მონაცემებით, 34-დან 45-მდე გაიზარდა ს დღევანდელი სარაკეტო შეტევისას დაშავებულთა რიცხვი. 18-ს, მათ შორის ორ ბავშვს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. დანარჩენებს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.
ს მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რუსული რაკეტა ერთ-ერთი საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა. დაშავდა ერთი ადამიანი. ჩამსხვრეულია შენობის ფანჯრები.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ მოგერიებული რაკეტების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად კიევის დნეპრის და დარნიცკის რაიონებში, რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა. დაზიანებულია რამდენიმე სახლი, ავტომობილები და წყლით მომარაგების სისტემის მილები.
უკრაინის საჰაერო ძალებმა ადგილობრივი დროით 03:04 საათზე გამოაქვეყნეს გაფრთხილება მოსალოდნელი სარაკეტო შეტევის შესახებ. გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, მალევე კიევში გაისმა აფეთქებების ხმა და საჰაერო განგაშის სისტემა მხოლოდ შემდეგ ჩაირთო. ამას ადასტურებს კიევში ბრიტანული BBC-ს კორესპონდენტიც.
ბოლო დღეებში კიევზე უკვე მესამე სარაკეტო იერიში განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიას შევთავაზე, რადგან წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი – შეიძლება ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის