4400 გაყიდული ავტომობილი – Tegeta Cars-ის 2023 წლის შეჯამება და გეგმები ელექტროტრანსფორმაციის გზაზე

საავტომობილო წარმოება ერთ-ერთია იმ ინდუსტრიებს შორის, რომლებშიც ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს. მსოფლიო ბრენდები ერთმანეთის მიყოლებით აახლებენ და თანამედროვეობას არგებენ ბიზნესპროცესებს, მნიშვნელოვნად ცვლიან კონცეფციას წარმოებაში. მთავარი აქცენტი – ელექტრიფიცირებაზე, ხოლო მომსახურების სფეროში ინდივიდუალურ მიდგომაზე კეთდება.
ამ ახალ სტანდარტებზე მორგებული პროექტებითა და გაყიდვების მკვეთრად გაზრდილი მაჩვენებლებით იწყებს წლის შეჯამებას Tegeta Cars-ის დირექტორი, პეტრე წაქაძე. კომპანიაში აცხადებენ, რომ 2023-ში Tegeta Cars-მა 4400 ახალი ავტომობილი გაყიდა და წელი 650 000 000 ლარის შემოსავლით დაასრულა.

ასევე დაგაინტერესებთ