44 წლის ასაკში ჟიზელ ბიუნდჰენი მესამე შვილის დედა გახდა – Marao

44 წლის ასაკში, ბრაზილიელი სუპერმოდელი, ჟიზელ ბიუნდჰენი მესამე შვილის დედა გახდა. სიახლეს საერთაშორისო მედია გამოცემები ადასტურებენ. ბიუნდჰენის მესამე შვილის მამა ხოაკიმ ვალენტეა, რომელთანაც ჟიზელი რომანტიკულ ურთიერთობაში, 2023 წლიდან იმყოფება. 2009 – 2022 წლებში, სუპერმოდელი ქორწინებაში იყო ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავთან, ტომ ბრედისთან, რომლისგანაც ბიუნდჰენს ორი შვილი ჰყავს – 16 წლის ბენჯამენი და 13 წლის ვივიენი.
გერმანული წარმომავლობის ბრაზილიელი სუპერმოდელია.
ჟიზელი გაიზარდა სამხრეთ ბრაზილიის პატარა სოფელ ჰორიზონტინაში. მას ჰყავს ხუთი და. მისი კარიერა დაიწყო 14 წლის ასაკში და უკვე რამდენიმე წელიწადში ის ხდება Dolce & Gabbana-ს პარფიუმის სახე. მისი შემოსავალი 33 მილიონ დოლარს აღემატება.
მოდელმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ პატარა ასაკიდანვე საკუთარი პრინციპები და ღირებულებები ჩამოუყალიბდა, რომელთა ერთგულიც ბოლომდე დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ დატვირთული რეჟიმი ჰქონდა, მაინც ახერხებდა, თავი გაერთმია რთული დავალებებისთვის. ამას თან ერთვოდა ჯანმრთელობის პრობლემები – პანიკური შეტევები – რომლებსაც ყავით, ალკოჰოლითა და სიგარეტით ებრძოდა.
“მე რთული გზა გავიარე, სანამ მივხვდებოდი, რა მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრება” – თქვა მან ინტერვიუში.
ჟიზელ ბიუნდჰენმა ყოფილ მეუღლესთან განქორწინების შესახებაც ისაუბრა:
“დაშორება არასოდესაა ადვილი. მით უმეტეს მაშინ, როდესაც მედია შენს ყველა ნაბიჯს აკონტროლებს. სტრესთან გამკლავებაში შვილებზე ზრუნვა და საოცნებო პროექტებზე ფიქრი დამეხმარა” – ამბობს მოდელი.
ჟიზელ ბიუნდჰენი და ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი ტომ ბრედი 13-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინდნენ. გადაწყვეტილების შესახებ ბიუნდჰენმა და ბრედმა სოციალურ ქსელ Instagram-ზე დაწერეს.
მოდელმა ადრე აღნიშნა, რომ პატარა ასაკიდანვე საკუთარი პრინციპები და ღირებულებები ჩამოუყალიბდა, რომელთა ერთგულიც ბოლომდე დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ დატვირთული რეჟიმი ჰქონდა, მაინც ახერხებდა, თავი გაერთმია რთული დავალებებისთვის. ამას თან ერთვოდა ჯანმრთელობის პრობლემები – პანიკური შეტევები – რომლებსაც ყავით, ალკოჰოლითა და სიგარეტით ებრძოდა.
“მე რთული გზა გავიარე, სანამ მივხვდებოდი, რა მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრება” – თქვა მან ინტერვიუში.
ჟიზელ ბიუნდჰენმა ყოფილ მეუღლესთან განქორწინების შესახებაც ისაუბრა:
“დაშორება არასოდესაა ადვილი. მით უმეტეს მაშინ, როდესაც მედია შენს ყველა ნაბიჯს აკონტროლებს. სტრესთან გამკლავებაში შვილებზე ზრუნვა და საოცნებო პროექტებზე ფიქრი დამეხმარა” – ამბობს მოდელი.