“44 მილიონი დოლარის ოქრო სპეციალურად ივანიშვილისთვის შეიძინა ეროვნულმა ბანკმა” – რომან გოცირიძე

ეროვნული ბანკი “ქართუბანკის” ბროკერად იქცა. იგი მალავს იმ ფაქტს, რომ ნოემბრის თვეში მისგან ივანიშვილმა იყიდა 44 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო.
რატომ არ იყიდა ივანიშვილმა ( მისმა ბანკმა) ოქრო პირდაპირ საერთაშორისო ბაზარზე და რაში დასჭირდა შუამავლად ეროვნული ბანკი? იმიტომ, რომ ეს ოქრო სპეციალურად მისთვის შეიძინა ეროვნულმა ბანკმა, ჩამოტანილია თბილისში, ინახება ეროვნული ბანკის საცავში და დაზღვეულია დაყადაღებისაგან. ეროვნულ ბანკს ივანიშვილი მოსალოდნელი სანქციებისაგან გაქცევის ერთ-ერთ საშუალებად განიხილავს.
თუ ასე გააგრძელეს, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა ( საბჭოს წევრები) შეიძლება დასასანქცირებელთა სიაში აღმოჩნდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)