44-მდე გაიზარდა 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულთა რაოდენობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ დღეს საღამოს მორიგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კიდევ რვა ადამიანი დააკავეს 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით – ყველა მათგანს პატიმრობა ემუქრება.
· მათ შორის არიან 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები – პაატა ბურჭულაძე, , მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე;
· 6 ოქტომბერს დააკავეს 13 ადამიანი: ბექა მაჭავარიანი, ალექსანდრე გოგოლაძე, ევა შაშიაშვილი, გიორგი რურუა, ვახტანგ ფიცხელაური, დავით სტურუა, მანუჩარ მიქელაძე, ალექსანდრე ხაბეიშვილი, კახაბერ მჟავანაძე, თორნიკე მჭედლიშვილი, აბო ნავერიანი, სერგო მეგრელიშვილი, დავით ჟღენტი – ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს;
· 7 ოქტომბერს პოლიციამ დააკავა აქციის ოთხი მონაწილე;
· 8 ოქტომბერს დააკავეს 12 დემონსტრანტი.
· 9 ოქტომბერს კი სიას კიდევ რვა დემონსტრანტი დაემატა.
ფორუმი