43 ფერწერული ტილო, 3 ავტომანქანა, 4 ბინა – კიდევ რა ქონებას ფლობს დეპუტატი ბექა ოდიშარია

2024 წლის დეკლარაციის მიხედვით, პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ , უძრავი ქონებიდან, ფლობს 4 ბინას, 4 მიწის ნაკვეთს და 4 არასაცხოვრებელ ფართს.
მოძრავი ქონებიდან (ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშების ან/და შენატანის, ნაღდი ფულადი თანხის გარდა) კი ფლობს: 3 მსუბუქ ავტომანქანას და 43 ფერწერულ ტილოს.
ავტომანქანები: 2020 წელს შეძენილი RANGE ROVER EVOQUE (30 000 დოლარი); 2021 წელს შეძენილი JEEP WRANGLER SPORT (15 000 დოლარი); 2022 წელს შეძენილი TOYOTA LAND CRUISER.
ფერწერული ტილოები: მას აღნიშნული ფერწერული ტილოები შეძენილი აქვს 1998-2006 წლებში (43 ფერწერული ტილოდან, 2 მემკვიდრეობით აქვს მიღებული, 41 კი შეძენილი). მას 41 ფერწერულ ტილოში გადახდილი აქვს 81 500 ლარი.
2023 წელს პარლამენტიდან, ხელფასის სახით, მიღებული აქვს 51 668.26 GEL.