კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „ტორპედომ“ საკუთარ მოედანზე „ორდაბასი“ 4:3 დაამარცხა.
მასპინძლები 30-ე წუთზე იონსენმა დააწინაურა, სტუმრებმა მალე შეძლეს ორი გოლი გატანა, კომპენსირებულ დროში კი დებიუტანტმა სიმიჩმა ანგარიში გაათანაბრა და პირველი ტაიმი 2:2 დასრულდა.
69-ე წუთზე ჩაწოდებული კუთხურისას ჩვენი გუნდის დაცვამ შეცდომა დაუშვა და ტურსუნბაიმ გოშაძის კარი დალაშქრა. თუმცა მალე იონსენმა დუბლი შეასრულა და თანაფარდობა აღადგინა. ბოლოს „ტორპედო“ იერიშებზე გადავიდა, იონსენს გატანა მცველმა არ დაანება, ღუდუშაურს მეკარემ, კომპენსირებულ დროში სიმიჩმა კუთხურიდან მამუჩაშვილის ჩაწოდებულ ბურთს მეტოქის კარში მიუჩინა ადგილი და გავიმარჯვეთ.
საპასუხო შეხვედრა 17 ივლისს შიმკენტში გაიმართება.
ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო – ორდაბასი 4:3
გოლები: 1:0 იონსენი (30), 1:1 კაპეცანე (32), 1:2 იმნაძე (35), 2:2 სიმიჩი (45+2), 2:3 ტურსუნბაი (69), 3:3 იონსენი (79), 4:3 სიმიჩი (90+4)
ტორპედო: გოშაძე, ვარლეი, კვირკველია, ნადარაია, სიმიჩი (მანე 90+6), ბასილაძე (ღუდუშაური 66), მამუჩაშვილი, ითრაქი, ბიძინაშვილი (კოხრეიძე 66), პირესი, იონსენი (ანდრიჩი 84)
· . გამარჯვება რა თქმა უნდა კარგია და ვულოცავ ტორპედოელებს,მაგრამ ანგარიში ძალიან სახიფათოა.ყაზახეთის სიცხეში ძალიან გაგვიჭირდება თამაში.გავუძლებთ იქაურ სიცხეს?წინა ჯერზე,მათთან ორივე თამაში წავაგეთ და ქვეყნის კოეფიციენტისათვის ეს გამარჯვებაც საქმეა.განმეორებით თამაშში კი ბრძოლა იქნება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.რა თქმა უნდა იქაც წარმატებულ გამოსვლას და მომდევნო წრეში გასვლას ვუსურვებ ტორპედოელებს.იბერიასგან გასვლით მატჩში ალბათ დიდი იმედი არ უნდა გვქონდეს,ძალიან საგრძნობი იყო,კლასში და თავდაჯერებულობაში სხვაობა,სპაერს ბევრს ვერაფერს მოვთხოვთ და ისევ გორის დილას მოსაპოვებელი იქნება,თუნდაც რაღაცა ქულები,რომელიც საშუალებას მოგვცემს,კიდევ უფრო არ ჩავიძიროთ,კოეფიციენტების ჭაობში.
· დავითი გოშაძე რაზძივალკიდან რო უშვებს გოლებს რატო დგას სასტავში ასეთ მნიშვნელოვან დროს! სადაა ის მაგარი მეკარე კლაიჩი?
· მეზღვაური მეც ასე ვფიქრობ.ყოჩაღ ტორპედოს რომ არ წააგეს და ბოლომდე იბრძოლეს,მაგრამ ჩემი აზრითაც ამ წყვილის ფავორიტი მაინც ორდაბასია. ფაქტია 1-2 მომენტის გარდა დანარჩენი 3ვე შეტევა მათი გოლით დასრულდა.აი დვალი ან მისი კალიბრის ცენტრ.მცველი დახატავდა ტორპედოს.
· იბერიელი მეგობრებო ყველას გილოცავთ, ქუთაისელებო მჯეროდა თქვენი გენაცვალეთ,აი ტორპედო, ყველა პესიმისტურ ხალხს გილოცავთ, მჯერა შიმკენტშიც მოიგებს ტორპედო,
· გიორგი დაცვა ნოლი
· გიორგი საშინელი დაცვა ტორპედოს შესრულებით. კვირკველიამ ვერ ხვდება რომ აღარ შეუძლია თამაში. ყაზახეთში დიდი ანგარიშით დავმარცხდებით. ფაქტია
· toy კვირკველიას თუ არ დააყენებენ ეგება გავიდნენ.
· MINDIA ძალიან გამეხარდა ტორპედოს მოგება. წარმატებები ყველა ქართულ კლუბს.
ყოჩაღ – “დილამაც” შემოატრიალა თამაში და ლუქსემბურგში გაიმარჯვა!
[VIDEO] ჩელსიმ” “ბეტისს” თამაში შემოუტრიალა და კონფერენს ლიგა მოიგო
კონფერენს ლიგის ფინალში “ჩელსი” “ბეტისს” დაუპირისპირდება
კახა ცხადაძის “ორდაბასი” “ბოტოშანმა” გამოაგდო
“დილამ” სტუმრად “ტორპედოს” მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. V ტური. “დინამო” (ბთ) – “ტორპედო” [LIVE]
ცხადაძის “ორდაბასისთან” დამშვიდობება გასახდელში ხელჩართული ჩხუბით დასრულდა
კახა ცხადაძის “ორდაბასის” ევროტურნირებიდან აღარ მოჰკვეთენ?
ცხადაძეს “ორდაბასიში”, სავარაუდოდ, გაზაევი შეცვლის
საქართველოთი მოხიბლული მაიდა – გაიცანით სახოს ცოლი, რომლის გამოც ფეხბურთელი “ტორპედოში” გადავიდა [PHOTOS]
ეროვნული ლიგა. IV ტური. “ტორპედო” – “დილა” [LIVE]
“ტორპედომ” გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. III ტური. “ტორპედო – “თელავი” [LIVE]
ცხადაძეს “ორდაბასიში”, სავარაუდოდ, თბილისის “დინამოს” ყოფილი მწვრთნელი შეცვლის
კახაბერ ცხადაძე შესაძლოა აზერბაიჯანში დაბრუნდეს
