42 მილიონი ანაზღაურებული ლარი – თიბისი დაზღვევა

თიბისი დაზღვევა ავტოდაზღვევის ბაზრის ლიდერია, გასულ წელს კომპანიამ 42 მილიონ ლარზე მეტი აანაზღაურა, 2018 წლიდან კი იგი ავტოდაზღვევაში ბაზრის წილით, უცვლელად, პირველ ადგილზეა.
მომხმარებლების კმაყოფილება, პირველ რიგში, კომპანიის ინოვაციური მიდგომებით არის განპირობებული. მომსახურების გამარტივებისა და ყველაზე სწრაფ ანაზღაურების უმთავრესი მიზეზი პროცესების გაციფრულებაა. ონლაინ სერვისების პირობებში მომხმარებელს მომსახურების მიღება ოფისში მოსვლის გარეშე შეუძლია, იქნება ეს პოლისის გაფორმება, თუ ზარალის ანაზღაურება.
დაზღვევის მომხმარებლებს აპი საშუალებას აძლევს დაზღვევით სარგებლობა გაიმარტივონ. მაგალითად, დაზღვეულს ონლაინ შეუძლია მოითხოვოს და მიიღოს სადაზღვევო შემთხვევისას. ასევე მარტივია პრემიის გადახდა, უფლებამოსილი მძღოლის დამატება, ავტომობილის დასურათება, პოლისის განახლება და დაპაუზება. სწორედ ამის შედეგია კომპანიის ანაზღაურების რეკორდული მაჩვენებელი – 6 წუთი და 11 წამი.
“მომსახურებას მუდმივად ვავითარებთ, რათა მომხმარებლების გამოცდილება კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ. როცა დაზღვეული შემთხვევას აფიქსირებს, ჩვენი გუნდი სრული რესურსითაა ჩართული სიტუაციის გარკვევის პროცესში. გვესმის, როგორი სტრესულია ასეთი სიტუაციები მომხმარებლებისთვის და, სწორედ ამიტომ, მას უსწრაფესად და სამართლიანად ვანაზღაურებთ. მიზნად გვაქვს, ინდუსტრიაში მომსახურების საუკეთესო სტანდარტი დავაწესოთ. და როგორც კვლევები აჩვენებს, ყოველ წელს ვაუმჯობესებთ წინა წლის შედეგებს და ვინარჩუნებთ პირველ ადგილს. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ყოველ დღე ვასრულებთ დანაპირებს – ჩვენთან ერთად სანერვიულო არაფერია”, – დავით კიღურაძე, გენერალური დირექტორის მოადგილე.
თიბისი დაზღვევის ავტოდაზღვევაზე დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ამ ლინკზე იხილოთ.