$400 000 სინვარისთვის, $100 000 დეიფისთვის – ისრაელი ჰამასის ლიდერებზე ჯილდოს აწესებს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ს თავდაცვის ძალებმა ჰამასის ტერორისტული დაჯგუფების ლიდერებზე ჯილდო დააწესა. გამოცემა Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში ბროშურები ჩამოყარა, რომელზეც ჰამასის ლიდერებზე ინფორმაციის სანაცვლოდ მოსახლეობას ფულად ჯილდოს სთავაზობენ.
სოციალურ მედიაში ბროშურების სურათები ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ ჰამასის ლიდერებზე ინფორმაციისთვის ისრაელი ჯამში $1 000 000-ის გადახდისთვის არის მზად: ჰამასის ლიდერის იაჰია სინვარისთვის – $400 000; მისი ძმის, მუჰამედ სინვარისთვის, რომელიც ტერორისტული დაჯგუფების სამხრეთის ბრიგადებს მეთაურობს – $300 000; ხან იუნისის ბატალიონის მეთაურის რაფა სალამეჰზე ინფორმაციისთვის – $200 000, ხოლო ჰამასის სამხედრო მეთაურის მუჰამედ დეიფისთვის – $100 000.
ბროშურაზე IDF-თან საკონტაქტო ტელეფონის ნომერი წერია. ამასთანავე, ინფორმაციის სანაცვლოდ ისრაელი კონფიდენციალურობის დაცვის პირობას დებს.