ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „ბაიერნმა“ გასვლაზე „რეალი“ 2:1 დაამარცხა.
მატჩი მაღალ ტემპში, საინტერესოდ, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, მომენტებიც მრავლად იქმნებოდა. სტუმრები უფრო აქტიურები იყვნენ და გნაბრის პასით დიასმა დააწინაურა. მეორე ტაიმის დასაწყისში ლუნინის კარი კეინმა დალაშქრა. მასპინძლებმა იერიშებით უპასუხეს, შანსებიც ჰქონდათ, მოწოდების სიმაღლეზე იდგა 40 წლის მეკარე ნოიერი, თუმცა მბაპემ სხვაობა მაინც შეამცირა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და „ბაიერნმა“ გამარჯვება მოიპოვა.
საპასუხო შეხვედრა 15 აპრილს მიუნხენში გაიმართება.
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“
რეალი – ბაიერნი 1:2
გოლები: 0:1 დიასი (41), 0:2 კეინი (46), 1:2 მბაპე (74)
– “რეალის“ ფორვარდმა მბაპემ მიმდინარე ტურნირზე 10 მატჩში 14 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირია.
– „რეკორდმაისტერის“ მეკარე ნოიერმა ჩემპიონთა ლიგაზე ძირითად შემადგენლობაში 136-ე მატჩი ჩაატარა.
– „ბაიერნის“ თავდამსხმელმა კეინმა ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის 10 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა – მის ანგარიშზე კლუბსა და ინგლისის ნაკრებში 46 დაპირისპირებაში 54 გოლია.
– “სამეფო გუნდის“ ნახევარმცველმა ჩუამენიმ მიმდინარე ტურნირზე მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და მიუნხენში ვერ ითამაშებს.