40 ძვირადღირებული კბილის პასტა მოიპარა და გაიქცა – პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე ძვირადღირებული კბილის პასტების ქურდობისთვის დააკავეს. შემთხვევა ქალაქ შვიენტოხლოვიცეს ერთერთ მაღაზიაში მოხდა.
პოლონური მედია შემთხვევას “უცნაურ ქურდობად” აფასებს და წერს, რომ საქართველოს 30 წლის მოქალაქემ ზურგჩანთაში 40 ძვირადღირებული კბილის პასტა ჩაილაგა და მაღაზიიდან გაიქცა. დაცვის თანამშრომელმა მხოლოდ “ქურდის” დაყვირება მოასწრო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ იმავე მაღაზიაში საყიდლებზე იმყოფებოდა უფროსი სერჟანტი, დამიან ვაშიაკი – მას დასვენების დღე ჰქონდა. პოლიციელი ეჭვმიტანილს გაეკიდა, დაიჭირა და პოლიციას ჩააბარა.