40 ცენტით მოიმატა ქართული ღვინის საშუალო ფასმა მსოფლიოში – ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე

მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდა ფასში, დაახლოებით, 40 ცენტით მოიმატა ქართული ღვინის საშუალო ფასმა მსოფლიოში, რაც ძალიან დიდი ნაბიჯი და წარმატებაა, – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” სტუმრობისას განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ქართული ღვინო წარმოდგენილია საშუალო და პრემიუმ სეგმენტში.
“ბაზარზე არსებულ ყველანაირ ღვინოს თუნდაც ბორდოში თავისი სეგმენტი ჰყავს – როგორც დაბალ ფასზე მომუშავე, ასევე მაღალ და პრემიალურზე. ჩვენი პოლიტიკის ნაწილია და ღვინის ეროვნული სააგენტო მივდივართ იქით, რომ ქართულმა ღვინომ როგორც კატეგორიამ დაიმკვიდროს ადგილი. როგორიც არის მაგალითად, ფრანგული ღვინო, იტალიური და ა.შ. პერსპექტივა აღარ არის შორეული, უბრალოდ მუშაობა და ფინანსების დახარჯვა სჭირდება.
ჩვენი ღვინის რაოდენობა, აპელასიონები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ქართული ღვინო არ იყოს მასიური პროდუქტი და იყოს განსხვავებული”, – აცხადებს დავით ტყემალაძე.
bp.ge