4 წლის ნუცას საზოგადოების დახმარება სჭირდება – მას იშვიათი დაავადება დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს

4 წლის ნუცა გაგნიძეს რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა უიშვიათესი დაავადება – ღვიძლის სანაღვლე სადინარების ანთება, რაც დაუყოვნებლივ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. ექიმებმა ნუცას მარტოხელა დედას მხოლოდ 2 კვირის ვადა მისცეს თანხის შესაგროვებლად, სხვა შემთხვევაში ნუცას სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.
ექიმების თქმით, აღნიშნულ დაავადებაზე ოპერაცია მხოლოდ 2 ქვეყანაში – ამერიკასა და გერმანიაში კეთდება. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ნუცას აქვს გენეტიკური დაავადება, რომელიც ღვიძლისა და თირკმლის გადანერგვას საჭიროებს, თუმცა ამ მომენტისთვის, ნუცას ასაკი ოპერაციასთან შეუსაბამოა, ამიტომ პატარა ნუცა დაბადებიდან მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ნუცას მამა და ბიძა ნიკა და თორნიკე გაგნიძეები (ანსამბლ “ძირიანის” წევრები) 2 წლის წინ რაჭაში ავტოკატასტროფას ემსხვერპლნენ. მას შემდეგ ნუცას დედა, 29 წლის სალომე ქოჩლაძე 2 მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის.
დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა დარიცხონ შემდეგ ანგარიშებზე:

GE36BG0000000469369000
მიმღები: სალომე ქოჩლაძე
ლიბერთი ბანკი
GE19LB0711189587982000
მიმღები: გვანცა ქოჩლაძე
ბანკი
GE64TB7429845061600004
მიმღები: ლია თაბუკაშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან, რომლის წინაშეც გამოდიან

ილია მეორის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში – ირაკლი ჩიქოვანი

სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა – ფანტაზიის ნაყოფია. მათი მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ