“4 წლით, სრული დაფინანსებით ამერიკულ კოლეჯში ჰერი ჰერი” – თინა ხიდაშელის შვილის წარმატება

თინა ხიდაშელის და დავით უსუფაშვილის ვაჟი გიგა უსუფაშვილი ამერიკაში ისწავლის.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ გიგამ ერთ-ერთ ამერიკულ კოლეჯში სრული დაფინანსება მოიპოვა.

“აი ეს პატარა ბიჭი ხომ გახსოვთ? თქვენს თვალწინ რომ გაიზარდა ძალიან კეთილშობილ, წესიერ, საუკეთესო შვილად და მოქალაქედ!

ხოდა ამ პატარა ბიჭმა, რომელიც სულაც აღარ არის პატარა და უკვე 18 წლისაა დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდი საჩუქარი მაჩუქა.

აგვისტოდან, 4 წლით, სრული დაფინანსებით ამერიკულ კოლეჯში ჰერი ჰერი!!!!

არ ვიცი რა ვთქვა, გაოგნებული დავდივარ, ბედნიერებისგან სიტყვები არ მყოფის როგორ მოვეფერო და მადლობა ვუთხრა ასეთი რომ გაიზარდა, ან დალია ხომერიკი შენ როგორ გითხრა მადლობა ამ გზაზე მისი მეგზურობისთვის, ან მის ბებიას როგორ მოვეფერო რომ მთელი ეს წლები როცა მე და დათო 24/7 ქვეყნის სამსახურში ვიყავით, გიგას ჩვენი არყოფნა არ უგრძვნია. ირაკლი გივიაშვილი ირინა გივიაშვილი ვერ ვიპოვე ფბ-ში თქვენი დედიკო და მის გარეშე ეს დღე ნამდვილად არ დადგებოდა. დიდი მადლობა ქალბატონ ინესას ზღვა ცოდნით და სწავლის სიყვარულით რომ დამუხტა ეს ბიჭი.

თამუნა რთველიაშვილი ნანა ჩხაიძე მიყვარხართ და ზუსტად ვიცი, რომ ვერასოდეს ვიტყვი საკმარის მადლობას.

მოკლედ ასეთი დიდებული ამბავი მაქვს!!!

და თითქოს ეს არის საკმარისი, აგერ უფროსმაც ერასმუსი მოიგო და დავრჩებით მე და დავითი სექტემბრიდან დროებით თაფლობისთვის მდგომარეობაში ეულად

უდიდესი მადლობა ჩემო ძვირფასო ადამიანებო ამდენი სიყვარულისთვის და ძვირფასი სიტყვებისთვის. აუცილებლად სათითაოდ მოგეფერებით და გეტყვით მადლობას. ვიცი ყველას გაგახარებთ ჩვენი ახალი ამბავი,“ – წერს თინა ხიდაშელი.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართული ოცნების” ქობულეთის მერობის კანდიდატი ირაკლი ცეცხლაძე – მივიღე შემოთავაზება, ჩემი კუთხისთვის მემსახურა, რაც დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა – გაგრძელდება ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობა, წყლის სისტემების განახლება, სასოფლო შიდა გზების რეაბილიტაცია და რაც ყველაზე მთავარია, ყოველწლიური განახლება ტურისტული სეზონისთვის

გუშინწინდელმა შეხვედრამ აჩვენა მთელს მსოფლიოს, რომ უკრაინა, სამწუხაროდ, მართლაც პაიკად გამოიყენეს ვიღაცებმა და საქართველომ ამის საშუალება არავის მისცა – საქართველო დავალებებს აღარ იღებს

მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს, აცხადებს, რომ მიზანი საქართველოში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ცვლილებაა