4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, კიმი მეუღლეს გაშორდა – განცხადებაში “ბაიერნის” ფეხბურთელმა მიზეზი განმარტა

“ბაიერნის” მცველი კიმ მინ ჟე 4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლე აჰნ ჯი მინს გაშორდა. ამის შესახებ სააგენტო Orange Bowl-ის განცხადებაშია ნათქვამი.
“ყურადღებიანი განხილვის შემდეგ, კიმ მინ ჯემ განქორწინების პროცესი მეგობრულად დაასრულა. წყვილმა პიროვნული განსხვავებების გამო დაშორება გადაწყვიტა, მაგრამა ამის შემდეგაც ერთმანეთის მხრდაჭერას მუდმივად გააგრძელებენ. როგორც მშობლები, ისინი უპირატესობას თავიანთ შვილებს ანიჭებენ.
ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას ამ უსიამოვნო ამბის გავრცელებისთვის, რომლებმაც კიმი უყვართ და გულშემატკივრობენ. როგორც ყოველთვის, ის ცდილობს მოედანზე თავისი მაქსიმუმი გამოაჩინოს”, – ნათქვამია განცხადებაში.