4-ში როდესაც ათასობით შევიკრიბებით, ვუყენებთ ულტიმატუმს – ლიანა ბასილაია-შავგულიძე

4-ში როდესაც ათასობით შევიკრიბებით, ვუყენებთ ულტიმატუმს – ლიანა ბასილაია-შავგულიძე
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ლიკა ბასილაია-შავგულიძე, 4 ოქტომბერს, ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის ულტიმატუმს, რომელიც სამი პუნქტისგან შედგება, სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
მისი განცხადებით, შეკრებილებმა უნდა მოითხოვონ ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, მთავრობის გადადგომა და ცესკოს დაშლა, ისევე როგორც აქამდე ჩატარებული არჩევნების არალეგიტიმურად ცნობა. ბასილაია-შავგულიძის თქმით, თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, ხალხი, ვისაც ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია, გადადის ზურგში და ეხმარება წინა ხაზზე მყოფებს.
“4-ში როდესაც ათასობით შევიკრიბებით, ვუყენებთ ულტიმატუმს:
1. ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ განთავისუფლება!
2. ე.წ. მთავრობის გადადგომა!
3. ცესკოს დაშლა და აქამდე ჩატარებული “არჩევნების” არალეგიტიმურად ცნობა!
თუ არ შეასრულებენ, შემდეგ ხალხი, ვისაც წინააღმდეგობის გაწევა ფიზიკურად უჭირს, გადადის ზურგში(არ მიდის სახლში, არამედ ეხმარება წინა ხაზს!),” – წერს ლიკა ბასილაია-შავგულიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან, რომლის წინაშეც გამოდიან

ილია მეორის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში – ირაკლი ჩიქოვანი

სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა – ფანტაზიის ნაყოფია. მათი მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ