4 პოლიციელი ამტკიცებს, რომ ნახეს, როგორ გაუწითლდა ლოყა და ყური ირაკლი დგებუაძეს

ტვ პირველი აქვეყნებს იმ პოლიციელების გვარებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ნახეს, როგორ გაუწითლდა ლოყა და ყური ს პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს, როდესაც მზია ამაღლობელმა სილა გააწნა.
ახლა სინდისის პატიმარი ჟურნალისტის წინააღდეგ საქმეში ოთხი მოწმეა, ერთ სტაჟიანი და სამი ახალბედა პოლიციელია.
ერთ-ერთი არჩილ ანთაძეა, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების უფროსი, რომელიც თავის ჩვენებაში წერს, რომ ირაკლი დგებუაძეს სილის გაწნის შემდეგ ლოყა და ყური გაუწითლდა.
ანალოგიური ჩვენება მისცა გამიძიებას ამავე განყოფილების დეტექტივმა, ცოტნე ქართველიშვილმა.
საქმეში ასევე დევს ბათუმის სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების, უბნის უმცროსი ინსპექტორის, დავით ანთაძის ჩვენება.
მეოთხე ჩვენებას რაც შეეხება, ის არის ვახტანგ ბოლქვაძის, რომელიც მართლწესრიგის უფროსი ოფიცერია.
მათივე ჩვენებები იდენტურია, როგორც წინადადების წყობით, ისე პროცესის აღწერის თანმიმდევრობით.
შეგახსენებთ, რომ დღეს მზია ამაღლობელის უფლებადამცველები ბათუმის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ. ადვოკატები მოითხოვენ დაუყოვნებლივ შეიცვალოს საპატიმრო აღკვეთი ღონისძიება, რადგან, იურისტები ამბობენ, რომ სამართლებრივად მზია ამაღლობელის პატიმრობა გაუმართლებელია. გამოცემა “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებელი უკვე 33-ე დღეა შიმშილობს.

ასევე დაგაინტერესებთ