4 პოლიტიკური პარტია საერთო განცხადებას ავრცელებს

ოთხი პოლიტიკური პარტია: კოალიცია ცვლილებისთვის, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა, ძლიერი საქართველოს და გახარია-საქართველოსთვის საერთო განცხადებას ავრცელებენ. მათი ცნობით, ისინი აფიქსირებენ იმ მოთხოვნებს, რომელთა შესრულებაც კრიზისიდან გამოსასვლელად აუცილებელია.
“2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაფიქსირებთ იმ მოთხოვნებს ს მიმართ, რომელთა შესრულებაც აუცილებელია კრიზისიდან გამოსასვლელად:
1. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს აქციების დროს დაკავებული ყველა უკანონო, პოლიტიკური პატიმარი და მათ მიმართ შეწყდეს ყველა საქმე;
2. დაინიშნოს ხელახალი , რომელსაც ჩაატარებს ახალი, დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაცია და ჩატარდება სამართალდამცავი უწყებების პოლიტიკური ნეიტრალობის პირობებში! საქართველოს, ჩვენი თავისუფლების გამარჯვება გარდაუვალია!”, – წერია განცხადებაში.