მოკლედ
· პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე 65 ბრალდებული ხუთ ჯგუფად დაყო და თითო ჯგუფში 10-15 ადამიანი გააერთიანა.
· ვინ არიან მოსამართლეები, რომლებიც კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდების საქმეებს განიხილავენ?
„ოთხი ოქტომბრის აქციის“ საქმეებს ხუთი მოსამართლე განიხილავს. პროკურატურისთვის ეს საქმე – „კონსტიტუციური წყობილების დამხობის”, ბრალდებულებისთვის კი „მშვიდობიანი რევოლუციის” მცდელობაა.
ამ საქმეზე 65 ადამიანია ბრალდებული, ამიტომ პროკურატურამ ბრალდებულები ხუთ ჯგუფად დაყო. ეს ჯგუფები მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 15 ბრალდებულს აერთიანებს.
ამ საქმის მოსამართლეებიდან ხუთივეს ერთხელ მაინც განუხილავს პროევროპული აქციების მონაწილეებთან დაკავშირებული საქმეები. მათგან ორს, რომეო ტყეშელაშვილს და თამარ მჭედლიშვილს კი განაჩენებიც გამოუცხადებია.




