4 ოქტომბრის საქმეზე ირაკლი შაიშმელაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრომ გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი შაიშმელაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
ეს ოცნების შს მინისტრმა გელა გელაძემ ბრიფინგზე თქვა.
4 ოქტომბრის საქმეზე დღეს კიდევ 16 ადამიანი დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე ჯამში 62 მოქალაქეა დაკავებული.