4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული დავით სტურუა – არ ვაპირებ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას

არ ვაპირებ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა დავით სტურუამ დღევანდელ პროცესზე განაცხადა.
მისი თქმით, „ბრძოლა ბოლომდე შეუპოვრად გაგრძელდება“.
„მე ვიყავი ჩემი ხალხისა და მამულის გამო აქციაზე. აქედან გამომდინარე, არ ვაპირებ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას. სულერთია, ციხეში გავატარებ დარჩენილ ცხოვრებას თუ გარეთ.
ყოველთვის, ვიქნები მამულის სადარაჯოზე. ბრძოლა ბოლომდე შეუპოვრად გაგრძელდება. დანებებას არ ვაპირებ“,- განაცხადა დავით სტურუამ.
ცნობისთვის, გოჩა ყატაშვილის, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტის, კახაბერ მჟავანაძის, ალექსანდრე გოგოლაძის, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილის, ზაქრო ალბუთაშვილის, გენადი კელიხაშვილის, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძის, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილისა და ია დარახველიძის მიმართ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ დავიწყეთ ამ ყველაფერზე საუბარი, რასაც დღეს იმეორებს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია. რა თქმა უნდა, ველოდით რაღაც ტიპის გზავნილებს ჩვენი მისამართით, რომელიც რატომღაც იგვიანებს

მერაბ მეტრეველი: ბოლოს და ბოლოს, თუ ასე გწყუროდათ დებატები, თქვენს ტელევიზებში მოგეწვიათ ოპოზიციონერები და დამსხდადირიყავით მათთან სადისკუსიოდ. თუ თქვენს ტელევიზებსაც გვარამია მართავდა?