4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ალექსანდრე გოგოლაძე – რაც შეიძლება მეტი სასჯელი გამომიტანეთ, ყველაფერს ავიტან – იქ გასვლა მაიძულა პასუხისმგებლობამ, რა დავუტოვე ახალგაზრდებს, ამ ბებერმა კაცმა

გარეთ გავალ ციხეში ვარ, აქ ვარ და ციხეში ვარ. ეს არის ჩემი მიღწევაც და სინდისიც, – ამის შესახებ ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა ალექსანდრე გოგოლაძემ განაცხადა.
ის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.
„მე იძულებით წავედი აქციაზე. თუ გაინტერესებთ, რამ მაიძულა, გეტყვით. მე 63 წლის კაცი ვარ და აქამდე მოყოლებული, ოდნავი შეხებაც არ მქონია კანონთან. 50 წლის შემდეგ, სულ მეშინოდა ერთი კითხვის, დარბაზში ზის ჩემი ქალიშვილი, თქვენი კოლეგა, ერთ დღეს არ მკითხოს, რა დამიტოვე მამა? აქ არაა საუბარი ეკონომიკურზე. რითაც დავიწყე 82 წელს, ისევ ისაა და უარესი, უსამართლობა, უკანონობა, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა. მე გარეთ გავალ ციხეში ვარ, აქ ვარ და ციხეში ვარ. ეს არის ჩემი მიღწევაც და სინდისიც. ქალბატონო ლელა [მოსამართლე] თქვენ დაბრძანდით, იმსჯელეთ და რაც შეიძლება მეტი სასჯელი გამომიტანეთ, მე ყველაფერს ავიტან. მე იქ გასვლა მაიძულა პასუხისმგებლობამ – რა დავუტოვე ახალგაზრდებს, ამ ბებერმა კაცმა. ეს ყველაფერი იძულებითი ქმედებაა ქალბატონო ლელა. ეს თქვენი სასჯელი ჩემთვის გვირგვინია, აღიარებაა, მე ახალგაზრდა რომ ვიყო, ეს იქნებოდა ჩემთვის მიღწევა, პოლიტიკურზე ვიქნებოდი „ნაჯდომი“, რა დროს ჩემი გმირობაა?”,- განაცხადა გოგოლაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ალექსანდრე გოგოლაძე – ქვეყანაზე არ არსებობს საფუძველი, რითაც უნდა დავისაჯო, რას ვაკეთებდი 63 წლის კაცი? – ბატონო მოსამართლევ, თქვენც დაგიდგებათ 63 წელი და რას ეტყვით შვილს, რა დაუტოვეთ?