4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულმა ია დარახველიძემ იზოლატორი დატოვა

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულმა ია დარახველიძემ იზოლატორი დატოვა.
ის 10 000- ლარიანი საპატიმრო გირაოს გადახდის საფუძველზე გათავისუფლდა.
როგორც იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ დარახველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ელოდებოდა, რომ დააპატიმრებდნენ.
„მე გამაძლებინა ჩემმა მეგობრებმა, ხალხის თანადგომამ გარეთ. მესმოდა, რომ ჩემზე ფიქრობდნენ, ღელავდნენ. ზუსტად ვიცი, პოლიტპატიმრებსაც ეს ამშვიდებთ, რომ მათ გამო გარეთ ვდგავართ და ვიბრძვით. ველოდებოდი, რომ დამაპატიმრებდნენ და დიდი ხნით წავიდოდი ციხეში“,- განაცხადა დარახველიძემ.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულ ია დარახველიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო სასამართლომ დღეს შეუფარდა, ხოლო მასთან ერთად კიდევ 3 ბრალდებულს პატიმრობა.
ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ჯამში 46 ადამიანია დაკავებული.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო