4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ კიდევ 7 ადამიანს პატიმრობა შეეფარდა

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ კიდევ 7 ადამიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

დღეს ვლადიმერ გველესიანის, ნიკა გვენცაძის, მამუკა ლაბუჩიძის, გურიელ ქარდავას, ზურაბ ჭავჭანიძესა და კონსტანტინე კოკაიას სასამართლო პროცესი იყო.

მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. აღნიშნულ საქმეზე ჯამში 46 ადამიანია დაკავებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.