4 ოქტომბრის ეროვნული კრების დეკლარაცია და 6 დასაპატიმრებელი პირი

პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 4 ოქტომბრის ეროვნული კრების დეკლარაცია წაიკითხა:
ეროვნული კრების დეკლარაცია:
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, შეკრებილნი ეროვნულ კრებაზე ვაცხადებთ – ჩვენი სამშობლო აღმოჩნდა მიტაცებული. ე.წ. ხელისუფლებამ დაკარგა ხალხის ნდობა, სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, სახელმწიფოს ხელისუფლების წყარო არის ხალხი. დღეს, ხალხი იბრუნებს საკუთარ ძალაუფლებას უკან უზურპატორისგან, რათა დაიცვას მშვიდობა, უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები.
ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ შექმნა რეალური საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისათვის და თითოეული მოქალაქისათვის.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, კენჭისყრაზე ვაპირებთ შემდეგ საკითხს, 3 საკითხია:
· ეროვნული კრება აცხადებს, რომ ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს
· ეროვნული კრება აცხადებს, რომ ე.წ. ხელისუფლებას 26 ოქტომბრის გაყალებებული არჩევნების და საერთაშორისო არაღიარების შემდეგ, კონსტიტუციურად დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომ, მისი ძალაუფლება – შეწყვეტილია
· ეროვნული კრება აცხადებს მშვიდობიან გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიანად, საკუთარ ხელში აღებას დემოკრატიული ინსტიტუტების გათავისუფლებას, ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის დიალოგის მყისიერად აღდგენას, ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდობიანობის დაცვას…
ამის შემდეგ პაატა ბურჭულაძემ განაცხადა -ასევე უნდა მოვითხოვოთ „ოცნების“ წევრი ექვსი ადამიანის სასწრაფო დატყვევება და მიყვანა საპყრობილეში:


ანზორ ჩუბინიძე


ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას