დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული 8 პირის პროცესი გაიმართა.
სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 7 მათგანს შეუფარდა, კერძოდ: ამირან დოლიშვილს, ირაკლი ჩხვირკვიას, გიორგი ქორქიასა, ზაქრო ალბუთაშვილს, ხვიჩა გოგოხიას, ავთანდილ სურმანიძეს და რამაზ მამულაძეს.
ბრალდებულ ია დარახველიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა.
