4 ოქტომბრის აქციის მონაწილე ვახო ფიცხელაურმა საპატიმროში შიმშილობა შეწყვიტა

საპატიმროში მყოფმა აქტივისტმა ვახო ფიცხელაურმა, რომელიც 4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად გამართული, ორგანიზატორების განცხადებით “მშვიდობიანი დამხობის” აქციის შემდეგ დააკავეს გორშიმ შიმშილობა შეწყვიტა, ამის შესახებ ინფორმაციას ფიცხელაურის ცოლი თეო ბზიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ადვოკატზე, გიორგი ჩხეიძეზე დაყრდნობით ის წერს, რომ ვახო ფიცხელაური “კარგადაა, მხნედაა! … ყველა ტყვე ჯანმრთელი და ისეთივე მტკიცე უნდა დავიბრუნოთ, როგორებიც წაიყვანა რეჟიმმა!”, – წერს თეო ბზიშვილი თავის ფეისბუკის გვერდზე.
ფიცხელაურმა შომშილობის დაწყების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას საპატიმროდან გავრცელებული წერილით შეატყობინა 10 ოქტომბერს.
ვახო ფიცხელაური, პოლიციამ 6 ოქტომბერს გორში დააკავა, მას წინასწარი პარიმრობა აქვს შეფარდებული.
ფიცხელაურმა 8 ოქტომბერს სასამართლოს სხდომაზე თქვა, რომ მისი უფლებები დაირღვა. ის ჯერ ადმინისტრაციული წესით, შემდეგ სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მისი სიტყვებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებისას დროს იძალადეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო 4 ოქტომბერს დედაქალაქში განვითარებული მოვლენების გამო საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით:
· 317-ე: მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ;
· 187-ე: ნივთის დაზიანება ან განადგურება;
· 222-ე: სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება;
· 225-ე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობას.
როგორც 8 ოტომბერს სასამართლოს სხდომაზე განაცხადა საქმის პროკურორმა, აქციის დროს “ვახტანგ ფიცხელაური – გამოხატავდა აგრესიას და რკინის ჯებირს ისროდა ეზოში. ასევე გამოხატავდა სხვა აგრესიულ ქმედებას”.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ