4 ოქტომბრის სთვის რეგისტრაცია დასრულდა, არჩევნებში 14 პარტია მიიღებს მონაწილეობას

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 4 ოქტომბრის სათვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.
-ს ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაციამ განიხილა ყველა წარდგენილი განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია. შედეგად, 14 პარტიაა რეგისტრირებული, რომელთაც მიენიჭათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. -ს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სულ 17-მა პარტიამ მიმართა. მათგან სამს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, ვინაიდან მათ ვერ დააკმაყოფილეს კანონით დადგენილი მოთხოვნები.
პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი მოიცავს პარტიული სიების, მაჟორიტარი და მერობის კანდიდატების წარდგენას, რომელსაც პარტია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგენს (არაუგვიანეს 4 სექტემბრისა), რის შემდგომაც დაიწყება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმებისა და შემდეგ უკვე რეგისტრაციის პროცესი.
2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიების ჩამონათვალი საარჩევნო ნომრის მიხედვით:
„კონსერვატორები საქართველოსთვის“ (3), „მამული, ენა, სარწმუნოება“ (1), „სახალხო ხელისუფლება“ (14), „ძლიერი საქართველო-ლელო“ (9), „გახარია საქართველოსთვის“ (25), „ქართული ოცნება“ (41), „გირჩი“ (36), „საქართველო“ (11), „მემარცხენე ალიანსი“ (10), „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ (8), „ქართველ ერთობა“ (4), „მწვანეთა პარტია“ (12), „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ (5), „თავისუფალი საქართველო“ (7).

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები

ვროპული ბიუროკრატია დღემდე გამოხატავს წყენას ქართველი ხალხის მიმართ იმის გამო, რომ მან კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და იმ კურსს, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული

როცა ევროპული ბიუროკრატია ევროკავშირის სახელით ითხოვს, რომ კონსტიტუციური წესრიგიდან უნდა გავიდეს ეროვნული ბანკი, სასამართლო, ცესკო, იქ ხომ ჩანს, რომ არ ამოძრავებს კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, რთულია ურთიერთობების დალაგება