4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ერთ-ერთი პირი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული გენადი კელიხაშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა. მას სხდომაზე სასამართლოს ექიმი გამოუძახეს, ის დარბაზიდან შესაბამისი დახმარების აღმოჩენის მიზნით გაიყვანეს.
ამ ეტაპზე ბრალდებულებს მოსამართლე ლელა კალიჩენკო კითხვებს უსვამს, დაკავებისას წამებას, ან არაადამიანურ მოპყრობას ხომ არ ჰქონია ადგილი.
„თუ არაადამიანურ მოპყრობაში ცემა იგულისხმება, გიპასუხებთ, რომ – არა, მაგრამ ანტისანიტარია საკანში, საკვებიც არაა“, – განაცხადა დავით სტურუამ.
პოზიცია დააფიქსირა ალექსანდრე გოგოლაძემაც.
„ეს რაც ხდება, ჩემთვის უკანონობაა. დანარჩენი – მექცევიან დიდი ყურადღებით, დიდი გულისყურით, მადლობა ამისთვის“, – განაცხადა გოგოლაძემ.
ცნობისთვის, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღურწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
ია დარახველიძე და გიორგი ჩახუნაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?