4 ოპოციზიური კოალიცია: დღეიდან ამოქმედდება ჩვენი გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი

ოთხი ოპოზიციური კოალიციის ლიდერებმა ერთობლივ ბრიფინგზე თქვეს, რომ დღეიდან ამოქმედდება ოპოზიციის გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი, რომელიც საზოგადოებას “მუდმივად მიაწვდის განახლებებს და შეფასებებს პოლიტიკური ოპოზიციისგან, რათა ჰქონდეთ ადეკვატური ინფორმაცია ყველაფერ იმაზე, რაც ხდება”.
ბრიფინგზე კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა საზოგადოებას, პოლიციასა და ქართულ ოცნებას მიმართა. მან საჯარო სექტორში დასაქმებულებს დაუმორჩილებლობისკენ, ქართულ ოცნებას კი ახალი საპარლამენტო ს ჩანიშვნისკენ მოუწოდა.
“ეს უკანონო რეჟიმი არის საკუთარი ლპობის ფინალურ სტადიაზე, ის ფაქტი, რომ ისინი ასე იქცევიან, ადასტურებს სწორედ იმას, რომ მათ, გარდა უხეში ფიზიკური ძალისა, აღარ დარჩათ სხვა რესურსი ხელისუფლების შესანარჩუნებლად. ამასთან, უამრავი პატიოსანი და პატრიოტი საჯარო მოხელე ემიჯნება ამ ყველაფერს და უარს ამბობს მიიღოს მონაწილეობა იმ დანაშაულებრივი პოლიტიკის განხორციელებაში, რომელსაც ს პარტია ეწევა. […]