4 მოსამართლე წინააღმდეგია, რომ მათი ქონებრივი მდგომარეობა „ანტიკორუფციულმა ბიურომ“ შეამოწმოს

ოთხმა მოსამართლე – მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, სერგო მეთოფიშვილი და ვასილ მშვენიერაძე წინააღმდეგი არიან, რომ მათი ქონებრივი მდგომარეობა „ანტიკორუფციულმა ბიურომ“ შეამოწმოს. მოსამართლეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს და გაუქმდეს ის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, დამოუკიდებელმა კომისიამ ისინი 300 საჯარო მოხელეს შორის შეარჩია შესამოწმებლად.
შეგახსენებთ, რომ ამ მოსამართლეთა შორისაა მათ შორის, -ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობისთვის“ სანქცირებული 2 მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე.
2024 წლის 12 იანვარს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ შეარჩია 300 თანამდებობის პირი, მათ შორის 27 მოსამართლე, რომელთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაც უნდა შემოწმებულიყო 2024 წელს. კომისიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის კრიტერიუმების გამოყენებით.
შერჩეულ პირთა სიაში მოხვდნენ მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, სერგო მეთოფიშვილი და ვასილ მშვენიერაძე. ამ მოსამართლეებმა მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს კომისიის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა. მოსამართლეებმა, ლიელა ფოლადაშვილმა, ველერიანე ფილაშვილმა, ნინო ბუაჩიძემ და ლელა მილდენბერგერმა შეაჩერეს ჩინჩალაძის, მურუსიძის, მეთოფიშვილისა და მშვენიერაძის დეკლარაციების შემოწმება. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური და პროფესიული პოზიციების მქონე შერჩეული 300 თანამდებობის პირიდან, მხოლოდ მოსამართლეებმა მოითხოვეს მათი ქონების შემოწმების პროცესის შეჩერება.
დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ ეს ოთხი მოსამართლე თავიანთი დეკლარაციების შემოწმებაზე მიღებული დოკუმენტის ბათილად ცნობას ითხოვს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) აქვეყნებს.