4 მომწამვლელი ნივთიერება ერთდროულად – რას იყენებენ აქციების დასარბევად

ტვ პირველის ცნობით, აქციების დროს, მომიტინგეებს წინააღმდეგ მინიმუმ ოთხი სხვადასხვა ტიპის გაზის კაფსულა გამოიყენეს.

“შაბათის გუნდმა”შეაგროვა, ხალხის მისამართით გასროლი გაფსულები. ოთხიდან სამს არანაირი მაიდენტიფიცრებული ნიშანი არ აქვს, თუმცა თუ აქციის მონაწილეების მონათხრობს დავეყრდენობთ, ეს არსენალი ხალხის წინააღმდეგ პირველად გამოყენეს, რადგან რუსული კანონის საწინააღდეგო აქციებზე 2023 წელს სპეცრაზმი გაზის სხვა ტყვიებს ისროდა.

სპეციალისტების თქმით, ქუჩაში, ხალხის დასარბევად გამოყვანილები ცრემლსადენ გაზს, ქიმიური ნაერთით გაჯერებულ წყლის ჭავლს და წიწაკის სპრეის ერთდროულად იყენებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ამხელს აქციაზე გამოყენებული სპეციალური საშუალებების სახეობებსა და ქიმიური ნივთიერებების ტიპებს. საერთაშორისო წყაროებში კი, მათ შორის CDC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩამოთვლილია ის ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც “ცრემლსადენი გაზისა“ და “წიწაკის სპრეის“ შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს.

CN, CS, CA, და OC gas – ამ ნივთიერებებს ტოქსიკურობის სხვადასხვა ხარისხი აქვთ და ადამიანებზეც სხვადასხვანაირად მოქმედებს.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიებსაც იყენებდა. ამერიკული წარმოების, მაღალი სიჩქარის და 70 მილიმეტრიანი რეზინის ტყვიები რუსთაველის გამზირზე იყო მომიფანტული.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში